როგორც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პირველი ივლისიდან ნიდერლანდები მიიღებს მოქალაქეებს ევროკავშირის მიერ რეკომენდებული თხუთმეტივე ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.
ნიდერლანდების საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყნებში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება შეესაბამება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, ან მასზე უმჯობესია.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მოქალაქეები ევროპაში ჩასვლას შეძლებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ჩინეთი გახსნის საზღვარს.
წყარო: bfm.ge