ქოც-ნაცების სულიერი ერთიანობა ეჭვს არ იწვევს და, არჩევნების შემდეგ, ფიზიკურშიც გადაიზრდება

საინტერესო ფაქტი მოხდა აჭარაში – ბათუმის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე „ქართული ოცნებიდან“ და საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხეს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კახიძე პარტიიდან „მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის” გამო გაირიცხა.

„ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე გარიცხულია პარტია ‘ქართული ოცნებიდან’, შესაბამისად, გარიც-ხულია საკრებულოს უმრავლესობიდანაც, მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის, მათ შორის, მერკანტ-ილურ პოლიტიკურ გარიგებებში მონაწილეობის საფუძვლით”, – ნათქვამია ქოცურ განცხადებაში.

საინტერესო კი ის არის, რომ საკრებულოს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, თემურ კახიძე პარტია „ევროპული საქართველოს” აჭარის ორგანიზაციას შეუერთდა. შესაბამისი განცხადება მან პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან ერთად გააკეთა.

„მე ვერ ვხედავ „ქართულ ოცნებაში” ვერანაირ რესურსს, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან. მე ვტოვებ თა-ნამდებობასაც, იურიდიული კომისიის თავმჯდომარეობას. რატომ წავედი? „ევროპული საქართველო“ ეს არის პოლიტიკური გუნდი, სადაც ვხედავ დიდ შესაძლებლობებს, არიან პროფესიონალები და შეუძლიათ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქოცი ნაცდება, ისევე, როგორც ნაცი ქოცდება. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, უშუალოდ “ნაციონალურ მოძრაობაზეა” საუბარი თუ “ევროპულ საქართველოზე” – ყველას გვახსოვს, ვინ ვინ იყო. ასე რომ, როგორც “ნაცები” და “ევრონაცები” არ არიან ერთმანეთისგან არაფრით განსხვავებულნი, მალე ისე “ქოცებიც” აღარ იქნებიან მათგან არაფრით განსხვავებულნი; ქოცები, ეს “უცოცხო ნაცები”.

მთავარი იმისათვის, რომ პოლიტიკოსმა ქართულ რეალობაში მუდმივად “იტივტივოს” , რა თქმა უნდა, არის ის, რომ მუდმივად იმეოროს ჯადოსნური სიტყვები – “ევროატლანტიკური კურსი”, “დასავლელი მეგობრები” და “რუსეთი ოკუპანტია”, მეტი პრინციპულობა და არც არაფერი მას აღარ მოეთხოვება.

“ქოცებიდან” “ნაცებში” და პირიქით, კიდევ ბევრ გადარბენა-გადმორბენას ვნახავთ, განსაკუთრებით, არჩევნების შემდგომ. ეს იმიტომ, რომ ამერიკას აწყობს ასე – საქართველოში კოჰაბიტაცია თავის ახალ ხარისხობრივ მდგომარეობაში გადადის – ორპარტიულ მმართველობაში, მრავალპარტიულობის ილუზიის პირობებში. შეიქმნება უპრინციპოთა კოალიციები, ე. წ. კოალიციური მთავრობა, ათასგვარი ფრაქციები, რომლებიც ხან ერთ კანონს მიიღებენ, ხან მის საპირისპიროს. სკანდალები, კომპრომატები, ინტრიგები – გარანტირებული გვაქვს. აი საქართველოს აღმშენებლობაზე ვინ იზრუნებს, ეს გაურკვეველია.

ტყუილად გაქვთ ზოგიერთებს “ეფექტური მენეჯერის” – უბადრუკი გახარიას იმედი, რომელმაც უბრალოდ “ბიძინას” დავალებები შეასრულა და ამით მოიპოვა იმიჯი. ზოგიერთს დაავიწყდა გახარიას მიერ მხარდაჭერილი ანტიეკლესიური ისტერია წინასააღდგომო დღეებში, როდესაც მას ქვეყანა უნდა “ეხსნა” ვირუსებისგან. ეს “ვირუსების მმართველი” იმდენსაც ვერ ბედავს, რომ დაგმოს 20 ივნისის სამარცხვინო აქცია, როდესაც უამრავი უცხოური დელეგაცია, მართლმადიდებელი დიპლომატები, ქვეყნიდან გააძევეს, რუსებს კი ბოთლები დაუშინეს. გახარია დღესაც გაიძახის, რომ ეს იყო “მოქალაქეთა სამართლიანი პროტესტი”. აი ის, რომ ცოტა ხნის მერე, იმავე 20 ივნისის საღამოს, ამ “მოქალაქეებმა” მისი მამა-მარჩენალის, ბიძინა-სეთურის გაპანღურებაც მოინდომეს მიშა-ბელადის სასარგებლოდ, მარტო ეგ აღარ ყოფილა სამართლიანი!

ასე რომ, საქართველოს წინ ცუდი, უფრო ზუსტად, უარესი დრო ელის; ნაც-ქოცების სულიერი ერთიანობა ეჭვს არ იწვევს და არჩევნების შემდეგ, ეს სულიერი ფიზიკურ ერთიანობაშიც გადაიზრდება.

 

 

ჯანო ბეგიაშვილი