ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი აქართველოს ბაზარს ტოვებს და ქუთაისის აეროპორტში ბაზას აუქმებს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში არ ადასტურებენ.
Imedinews აეროპორტების გაერთიანებაში უთხრეს, რომ ქუთაისის აეროპორტში ბაზის გაუქმების შესახებ საავიაციო კომპანიისგან ოფიციალური წერილი არ მიუღიათ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის ბაზას აუქმებს. ამის შესახებ თავად კომპანიას ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
Wizz Air-ი ქართულ ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა.
“იმედინიუსი”