იაპონიის ქალაქ იასიოს საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები საკვებით მოიწამლნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საუბარია დაახლოებით 35 000 ადამიანზე, რომელთაც დიარეა და კუჭის ტკივილი აღენიშნებათ. საიტამას პრეფექტურამ განაცხადა, რომ ტოკიოს ჩრდილოეთით მდებარე 92 000-იან ქალაქში, კომპანია TQC-ის მიერ მიწოდებული ლანჩის მიღების შემდეგ დაზარალდნენ.
საერთო ჯამში 7 000 ადამიანი გამოიკვლიეს. ინფექციის წყაროს დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.ლანჩში შედის შემწვარი ქათამი, თინუსი/კარტოფილის კერძი, ზღვის პროდუქტების სალათი და ბრინჯი.
კომპანიაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
წყარო: imedinews.ge