მხარს ვუჭერთ, რომ მოსწავლეებისთვის ზეიმი იყოს პირველ კლასში მისვლა

ჩვენ ყველა მხარს ვუჭერთ, რომ სკოლაში მისული მოსწავლეების მოლოდინი იყოს გამართლებული, მათთვის ზეიმი იყოს პირველ კლასში მისვლა, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ჟურნალისტებს, პირველკლასელებზე საუბრისას განუცხადა.

მანვე აღნიშნა, მოსწავლეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფა ყველაზე მთავარია.

„ჩვენ მუდივად ვმუშაობთ და ვაგრძელებთ მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. ნაადრევი იქნება დღეს ვისაუბროთ სექტემბრის სიტუაციაზე. როგორც მოგეხსენებათ, ეს არის საერთოდ ახალი ინფექციური დაავადება, მას არ აქვს ისტორია და ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება. არ ვიცით პრევენციულად რა ზომების მიღება დაგვჭირდება. ისევე როგორც გამოცდების შემთხვევაში გადავწყვიტეთ საკითხი, იგივენაირად იქნება სკოლის შემთხვევაშიც, როგორი რეკომენდაციებიც იქნება, მაქსიმალური დაცვით შევეცდებით უზრუნველყოთ და თადარიგი დავიჭიროთ, რომ ჩვენი მოსაწავლეებისა თუ სტუდენტების ჯანმრთელობა, პრევენცია იყოს დაცული. მათ დავახვედროთ უსაფრთხო გარემო. როგორიც იქნება სიტუაცია და რეკომენდაციები ჩვენ შევასრულებთ მას. ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ, რომ სკოლაში მისული მოსწავლეების მოლოდინი იყოს გამართლებული, მათთვის ზეიმი იყოს პირველ კლასში მისვლა და პირველ რიგში უზრუნველვყოთ მათი ჯანმრთელობა,“ – განაცხადა მიცკევიჩმა.

 

“ინტერპრესნიუსი”