უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ გახსნის საზღვრებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა სერბეთისა.
“უნგრეთი ამ დროისთვის ვერ შეასრულებს ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციას, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს ნება დავრთოთ უნგრეთში შემოსვლისა, რადგან ეს ეწინააღმდეგება უნგრელი ხალხის ჯანმრთელობის ინტერესს” – განაცხადა პრემიერ მინისტრმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის საბჭომ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებისთვისაც 1-ლი ივლისიდან საზღვრების გახსნა რეკომენდებულია. მანამდე საქართველოს მთავრობამ რეგულარულ ფრენებზე დაშვება უკვე მეოთხედ, 1-ელ აგვისტომდე გადაავადა.
ამ დროისთვის, საქართველოსთვის საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, გერმანიამ და ესპანეთმა.
წყარო: ghn.ge