ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მედპერსონალი კოვიდინფიცირებულების გარდა მოზრდილთა და ბავშვთა ინფექციების მიმართულებითაც იმუშავებს.

საავადმყოფოში ამ დროისთვის „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ოთხი პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

“1tv.ge”