საქართველოს ელჩი უკრაინაში ერთ თვეზე მეტია საქართველოშია

1 თვის წინ, კონსულტაციებისთვის გამოძახებული ელჩი კვლავ საქართველოშია – საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, კონსულტაციები კიდევ არ დასრულებულა.

როგორც ზალკალიანი ამბობს, ქართული მხარე სიტუაციის განვითარების ადეკვატურად იმოქმედებს და დააკვირდება მიხეილ სააკაშვილის ქცევას დააკვირდება.

“ჩვენ ძალიან მკაფიო, დიპლომატიური ნაბიჯი გადავდგით, როცა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა საქართველოს მოთხოვნა და გამოვიწვიეთ ელჩი კონსულტაციებზე და ეს კონსულტაციები კიდევ არ დასრულებულა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ადეკვატური იმ სიტუაციის, რა სიტუაციაც განვითარდება, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან: გაარგძელებს ის თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე, უხეშ ჩარევას ჩვენს საარჩევნო კანონმდებლობაში”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედის ეთერში.

ცნობისთვის საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიძახეს, რაც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშნეს.

 

“ნიუპოსტი”