წყალტუბოში ყოფილ სავაჭრო ცენტრ “მერცხალის” ლიფტის შახტში 17 წლის გოგო ჩავარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: ghn.ge