ვინ დგას ელიტური კორუფციის სათავეში და ვის გვარებს ასახელებს დავით ჭიჭინაძე

კორუფციასაც ვეღარ ამჩნევენ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ “ტვ პირველის” ეთერში, ინგა გრიგოლას თოქშოუ “რეაქციაში” განაცხადა.

 

ჭიჭინაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და ის კონკრეტული გვარებიც დაასახელა, ვინც “ქართული ოცნების” მმართველობის დროს ელიტურ კორუფციაში იყვნენ ჩართული.

“ივანიშვილი რა თქმა უნდა სათავეშია, მის გვერდით არის მამაცაშვილი ჩხარტიშვილი. ” – განაცხადა ჭიჭინაძემ. ამასთან, „ტრიბუნას“ ლიდერმა 2017 წელიც გაიხსენა, როცა მაშინდელმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ძალოვანი მინისტრები გაუგზავნა და ფინანსური პოლიციით დაემუქრა:

„2017 წლის ზაფხულში, პრემიერმა კვირიკაშვილმა ჩემთან ძალოვანი მინისტრები გამოგზავნა და მითხრა, ხაზარაძეს თავი დაანებე, თორემ ფინანსურ პოლიციას შემოვუშვებო. შევუთვალე, ჩემი ხელით დავწვავ ყველაფერს, რაზეც ეჭვი გაქვს, ჟურნალისტებს მოვიყვან და ვაყურებინებ, მაგრამ ამის გულისთვის არ გავჩუმდები, ნივთების გამო უკან არასოდეს დავიხევ-მეთქი.“ – განაცხადა ჭიჭინაძემ.

“ნიუპოსტს”