30 ივნისის მდგომარეობით, ქართველი მილიარდერის ივანიშვილის ქონება 5.32 მლრდ დოლარად იყო შეფასებული; 2 ივლისის მონაცემებით, მისი ქონების ღირებულება 5.37 მლრდ დოლარია.
მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი – 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.
მიმდინარე წლის 24 ივნისიდან 30 ივნიდამდე ქართველი მილიარდერის ქონება უცვლელად ფიქსირდება, ხოლო 24 საათში, 23 ივნისიდან 24 ივნისამდე ივანიშვილმა 2 მილიონით იზარალა.
ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი უმდიდრესი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია, რომლის სიაში სულ 500 მილიარდერია.
მილიარდერთა რეიტინგში 64 წლის ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი ქართველია და ის 379-ე ადგილს სჯერდება.
წყარო: report.ge