აშშ-ში პროტესტის ფონზე იარაღის გაყიდვა გაიზარდა

აშშ-ში ბოლო პერიოდში იარაღით ვაჭრობა მკვეთრად გაიზარდა. ანალიტიკოსების განცხადებით, 2020 წლის ივნისში შტატებში 2,3 მილიონი ცეცხლსასროლი იარაღი გაიყიდა. წინა თვის სტატისტიკამ გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 145%-ით გადააჭარბა.

მონაცემების თანახმად, ივნისის თვეში ამერიკელებმა 1,5 მილიონი პისტოლეტი და 690 000 ერთლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინეს.

ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ იარაღით ვაჭრობის მკვეთრი ზრდა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეულ საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

ამერიკაში პოლიციის მიერ დაკავებისას აფროამერიკელი ჯონ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ მთელი აშშ-ისა და მის ფარგლებს გარეთ ანტირასისტული საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციების მთავარი ლოზუნგი იყო Black Lives Matter (ფერადკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია).

წყარო: report.ge