ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის განცხადებით ქვეყანამ კორონავირუსზე “ბრწყინვალე გამარჯვება” მოიპოვა. ამის შესახებ მან მმართველი “მუშათა პარტიის” პოლიტბიუროს გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა, რომელსაც თავად თავმჯდომარეობდა.
ინის თქმით ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა, თუმცა ეს მათ მოდუნების უფლებას არ აძლევს და მოსახლეობას ანტი-ეპიდემიურ ფრონტზე მაქსიმალური სიფხიზლის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ფხენიანი ინფიცირების არც ერთ შემთხვევას არ ადასტურებს, თუმცა ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს ნაკლებსავარაუდოა.
ჩრდილოეთ კორეამ ვირუსის გავრცელების პირველივე დღეებში, ჯერ კიდევ იანვარში, ჩაკეტა საზღვრები და ათასობით ადამიანი კარანტინში გაუშვა.
წყარო: report.ge