ლიბიის სანაპიროსთან 200-მდე არალეგალი მიგრანტი გადაარჩინეს

ლიბიის სანაპიროსთან არალეგალი მიგრანტები, მათ შორის ქალები და ბავშვები გადაარჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Xinhua ავრცელებს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, სანაპირო დაცვამ ჯამში 174 ადამიანი გადაარჩინა, რომელთა შორის 19 ქალი და 16 ბავშვი იყო.

ორგანიზაციის ცნობით, წელს ლიბიის ტერიტორიაზე 5 400 დევნილი გადაარჩინეს, შარშან კი 9 200 ადამიანი.

წყარო: report.ge