შოტლანდიური ენა 10 წელიწადში გაქრება

შოტლანდიური (გელური) ენა, შესაძლოა, 10 წელიწადში საერთოდაც გაქრეს, თუკი მის შესანარჩუნებლად საგანგებო ზომები არ იქნება მიღებული. ამის შესახებ გამოცემა Guardian შოტლანდიელ მეცნიერებზე დაყრდნობით წერს.

“ჩვენ იმ მდგომარეობაში ვართ, როდესაც გელურ ენაზე მოლაპარაკე მოქალაქეთა შორის არსებული კავშირი ნელ-ნელა წყდება. ადამიანთა თემი, რომელიც ამ ენაზე საუბრობს იშლება. ამიტომ საჭიროა ამ პრობლემის მოგვარება”, – ამბობენ მეცნიერები.

ლინგვისტების თქმით, გელურ ენას ყოველ დღე ამჟამად დაახლოებით 11 ათასი ადამიანი იყენებს. მკვლევარების ამბობენ, რომ 2021 წლისთვის ენის მატარებელთა რიცხვი 45%-ით შემცირდება, ეს კი შოტლანდიურ ენას გადაშენების საფრთხეს უქმნის.

ენათმეცნიერები აღნიშნავენ, რომ მშობლიური ენა შოტლანდიელ ახალგაზრდებში პოპულარობით აღარ სარგებლობს. ამასთან, მათი თქმით, გელური ენის შესანარჩუნებლად მხოლოდ სასკოლო გაკვეთილები, რომლებიც დაწყებით სკოლებში ტარდება, საკმარისი არ არის და აუცილებელია, რომ მშობლები ამ ენაზე ბავშვებს სოციალურ და ოჯახურ გარემოშიც ესაუბრებოდნენ.

წყარო: report.ge