თბილისში პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადავარდნილი სამი წლის ბავშვი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ციციშვილის საავადმყოფოს ექიმის, ნინო უმეკაშვილის განცხადებით, ბავშვი რჩება მართვით სუნთქვაზე.
“ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, აქვს ქალაფუძის, სახის ძვლების მრავლობითი და ზემო კიდურის მოტეხილობა, უკიდურესად მძიმე და არასტაბილურად რჩება. დღეს დილით პაციენტთან ჩატარდა ნეიროქირურგიული ჩარევა, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმედ” განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან მცირეწლოვანი გადავარდა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
წყარო: metronome.ge