ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ბავშვია.
ავტოსაგზაო შემთხვევა, სოფელ მეძიბნაში მოხდა, სადაც მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. ადგილზე სამაშველო-სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დაღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
“ინტერპრესნიუსი”