საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს.
სალომე ზურაბიშვილი დღეს დილით ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთი საგამოცდო ცენტრი მდებარეობს.
პრეზიდენტის თქმით, ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი არის ის, რაც ჩვენს მომავალს განაპირობებს.
“მართალია ეს წელი ცოტა განსხვავებულია. პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რეგულაცია არის. ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს. პირველი დღე, როცა აბარებ ერთიან ეროვნულ გამოცდას, არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც არის შემდგომი ცხოვრების საწყისი.
მომავალი ამ ქვეყნის არის ამ აბიტურიენტების ხელში. ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი არის ის, რაც განაპირობებს ჩვენ ყველას და პირველ რიგში, მათ მომავალს,” – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
“კურიერი”