იაპონური კომპანის, Fujitsu-ს ხელმძღვანელობა თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას პანდემიის შემდეგაც მისცემს, – ამის შესახებ BBC წერს.
„ჩვენ წარვადგენთ მუშაობის ახალ მეთოდს, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლების გაძლიერებას, მათი პროდუქტიულობის ზრდასა და კრეატიული გამოცდილების შეძენას“ – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Fujitsu-ს იაპონიაში 80 ათასი თანამშრომელი ჰყავს. ცვლილება იმ დასაქმებულებს შეეხება, რომელთა სამუშაოს სპეციფიკა დისტანციურად მუშაობის საშუალებასაც იძლევა.
Fujitsu არაა პირველი კომპანია, რომელიც თანამშრომლებს სახლიდან ან მისთვის კომფორტული ადგილიდან მუშაობის საშუალებას მისცემს. მაისის დასაწყისში ამ ინიციატივით Twitter-ის ხელმძღვანელობაც გამოვიდა.
“იმედინიუსი”