გაბუნია ცისფერია თუ სუპერმენი?

ავსტრიის ქალაქ გერასდორფში 43 წლის ჩეჩენი მამიხან უმაროვი ქუჩაში, თავში გასროლით მოკლეს. უმაროვი ავსტრიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა.

გიორგი გაბუნია

 

იგი “მარტინ ბ.”-ის ფსევდონიმით იყო ცნობილი და 2005 წლიდან ავსტრიაში ცხოვრობდა. უმაროვი, როგორც თავად ამბობდა სხვადასხვა ინტერვიუში, გახლდათ სეპარატისტული იჩქერიის უშიშროების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი და მებრძოლი. ავსტრიაში ცხოვრების პერიოდში უმაროვი სხვადასხვა ინფორმაციასა და დეზინფორმაციას ავრცელებდა, ასევე დაკავებული იყო “იუტუბის” არხის განვითარებით, სახელწოდებით “ანზორი ვენიდან”. ბოლო წლებში კი იგი უკრაინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.

მამიხან უმაროვი

 

როგორც ვხედავთ, უმაროვი ამ თანამშრომლობამ ვერ იხსნა, პირიქით, შარს გადაჰკიდა. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში პანტა-პუნტით იხოცებიან ყოფილი ჩეჩენი ბოევიკები, როგორიც უმაროვი იყო,  ასევე ამა წლის დასაწყისში საფრანგეთის ქალაქ ლილში მოკლული იმრან ალიევი და 2019 წლის აგვისტოში ბერლინში ლიკვიდირებული ზელიმხან ხანგოშვილი, კეთდება დასკვნა, რომ ჩვენი ცისფერი გაბუნია უბრალოდ სუპერმენია – მას მსოფლიოს ვერც ერთი სპეცსამსახური ვერ მოერევა.