კანიე ვესტს ამერიკის პრეზიდენტობა სურს

ამერიკელმა რეპერმა კანიე ვესტმა აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში კენჭისყრა გადაწყვიტა.

აშშ-ის პრეზიდენტის უახლოესი არჩევნები მიმდინარე წლის ნოემბერში იმართება.

“ახლა ჩვენ გვმართებს ამერიკის იმედების რეალიზება, ღმერთის რწმენით, ჩვენი ხედვის გაერთიანება და მომავლის აშენება. მე კენჭს ვიყრი შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე“, – წერს ვესტი მიკრობლოგ Twitter-ზე.

თუ რომელი წლის არჩევნებში გადაწყვიტა მუსიკოსმა მონაწილეობა, ვესტი ამის შესახებ არაფერს ამბობს, თუმცა სოციალურ ქსლში გამოქვეყნებული სტატუსი შეიცავს ჰეშთეგს #2020VISION

ვესტს მხარადჭერა გამოუცხადა უამრავმა ცნობილმა სახემ, მათ შორის კიმ კარდაშიანმა და კომპანიების Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა.

წყარო: ghn.ge