პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” კახეთის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს.
ეს გადაწყვეტილება რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა 4 თანამოაზრესთან ერთად მიიღო.
ვასილ კობიაშვილის თქმით, მათთვის მიუღებელია ორგანიზაციის ახალი გეგმები და საკადრო გადაწყვეტილებები.
მისივე განმარტებით, არსებული მდგომარეობა ასცდა იმ ღირებულებებს, რისთვისაც ისინი “ლელოს” გუნდში იყვნენ.
უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ რეგიონული საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად გელა გელაშვილის დანიშვნას, ვასილ კობიაშვილი განმარტებას არ აკეთებს.
ცნობისთვის, გელა გელაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ რეგიონული საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა, არაერთი პოლიტიკური გუნდის წევრი იყო, მათ შორის,
“ქართული ოცნების,” “ეროვნული ფორუმისა” და ” შენების მოძრაობის”.
“კურიერი”