საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია მოსკოვის “ცსკა”-თან მოლაპარაკებებს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ამის შესახებ, მან კომენტარი “ქრონიკასთან” გააკეთა.
შენგელია ამჟამად ესპანეთშია და შვებულებას ოჯახთან ერთად ატარებს.
“ოფიციალურად არაფერია გადაწყვეტილი, ხელი არაფერზე მაქვს მოწერილი. ვნახოთ რამდენიმე დღეში გადაწყდება საბოლოოდ გადავალ თუ არა “ცსკა”-ში…”,- განაცხადა თორნიკე შენგელიამ.