სოფო კილაძე ისრაელის სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ისრაელის სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა. მან დიპლომატს კომიტეტის საქმიანობა გააცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სოფო კილაძე რან გიდორს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, კომიტეტის ფარგლებში გატარებული საკანონმდებლო რეფორმისა და საპარლამენტო ზედამხედველობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა.

მხარეებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას და კომიტეტის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. ​

 

“იმედინიუსი”