უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტაში მღელვარება არ ცხრება.
ქუჩებში მასობრივ არეულობას, გუშინ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ხმა მოჰყვა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 30 პირამდე დაშავდა, ხოლო 5 ადამიანი ცეცხლსასროლი ჭრილობით გარდაიცვალა.
მიუხედავად ასეთი დაძაბულობისა, დემოკრატმა მერმა უარი განაცხადა ქალაქში ნაციონალური გვარდიის შეყვანაზე. სამაგიეროდ შტატის გუბერნატორმა რესპუბლიკური პარტიიდან ბრაიან კემპმა ფედერალური კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებით ისარგებლა და სულ მალე ატლანტაში წესრიგს 1 000 გვარდიელი აღადგენს.
შეგახსენებთ რომ ჯორჯიის შტატი ე.წ კონფედერაციულ შტატების უმთავრესი წევრი იყო აშშ-ში სამოქალაქო ომის დროს 1861-1865 წლებში.
ბექა კვიციანი