ქურდული წესით ანგარიშსწორება საოკუპაციო ხაზთან – ახალგაზრდა მამაკაცს ორივე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღით დაუხვრიტეს.
არსებული ინფორმაციით. საქმის გარჩევა სიგარეტის კონტრაბანდას უკავშირდება, რომელსაც აფხაზეთსა და სამეგრელოში კრიმინალური ავტორიტეტები აკონტროლებენ. მათი დავალების შემსრულებელი ერთ-ერთი ვერსიით დავით შენგელიაა, ხოლო მეორე ვერსიით, პირიქით, სწორედ შენგელია და მისი წრე წარმოადგენენ დაზარალებულ მხარეს.
პირი, რომელსაც გვიან ღამით სამეგრელოში ორი ტყვია მუხლებში ესროლეს ხუტა ბულისკირიაა. იგი ახლა ქუთაისის სავადმყოფოშია გადაყვანილი, მომხდარზე კამერასთან საუბარი კი არ სურს. თუმცა, პირად საუბარში ყვება, რომ საოკუპაციო ხაზთან რუსმა მესაზღვრეებმა შეამჩნიეს, თუ როგორ ცდილობდა არალეგალურად საზღვრის გადაკვეთას და სამეგრელოში გადასვლას. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ესროლეს. მომხდარზე არ საუბრობს მისი ოჯახიც.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, მას პარტიზანმა დათო შენგელიამ ესროლა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელოში კონტრაბანდული სიგარეტის ბიზნესს კურირებს და შავ სამყაროსთან დაახლოებული პირია. სწორედ ამავე ბიზნესშია ჩართული თავად დაჭრილიც და სავარაუდოდ, კონფლიქტიც ბიზნესს უკავშირდება.
ოპოზიცია სამეგრელოში კონტრაბანდისა და შავი სამყაროს წევრების საქმინობის გახშირებასზე საუბრობს. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, მუხლებში სროლის პრაქტიკა შავი სამყაროს ხელწერაა.
“ალია”