კორონავირუსის პანდემიის გამო, 4-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, მილანში “ლა სკალას” საოპერო თეატრი გაიხსნა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საოპერო თეატრში გამართულ კონცერტს 600 ადამიანი ესწრებოდა, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ თეატრი 2000 ადამიანს იტევს.
თეატრის თანამშრომლებსა და მაყურებლებს პირბადეები ეკეთათ, ადგილებს შორის დაცული იყო სოციალური დისტანცია.
კონცერტი იტალიელი კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს ხსოვნას მიეძღვნა.
“ლა სკალა” 2020 წლის მარტის დასაწყისში დაიხურა.
წყარო: ghn.ge