8 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0594 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0552 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში – 0.42 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.4507 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4463 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.44 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4457 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.8350 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 9 ივლისიდან შევა ძალაში.
წყარო: ghn.ge