არსებული ინფორმაციით, მცხეთაში ბიჭმა მამა და ბაბუა მოკლა

არსებული ინფორმაციით, მცხეთაში 28 წლის ბიჭმა მამა და ბაბუა დანით მოკლა. როგორც ირკვევა, მკვლელობას წინ უძღოდა კონფლიქტი თანხასთან დაკავშირებით.

 

დამნაშავეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. გამოძიება ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

“იმედი”