შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და აშშ-ის კონგრესს ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად აცნობა. იუწყება ტელეკომპანია CNN-ი.
ინფორმაციას სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დემოკრატი წევრი, რობერტ მენენდესი ადასტურებს.
“კონგრესმა მიიღო შეტყობინება, რომ დონალდ ტრაპს შეერთებული შტატები ოფიციალურად გამოჰყავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციდან, კორონავირუსის პანდემიის შუაგულში. ეს გადაწყვეტილება ვერ დაიცავს ამერიკელთა სიცოცხლესა და ინტერესებს – ის დატოვებს ამერიკას ავადმყოფობის წინაშე და ამერიკას ეულად“, – დაწერა მენენდესმა მიკრობგლოგ “ტვიტერზე”
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ ოფიციალურად მაისის მიწურულს განაცხადა. მანამდე დონალდ ტრამპმა ორგანიზაციას დაფინანსება შეუჩერა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური დაწესებულებაა. საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1948 წელს. მასში გაერთიანებულია 194 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო. შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
ორგანიზაციის ბიუჯეტი შედგება წევრი ქვეყნების საწევრო გადასახედებისა და ნებაყოფლობითი შენატანებისგან.
შეერთებული შტატები ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი იყო, რომელმაც 2018-2019 წლებში 400 მლნ დოლარი შეიტანა ორგანიზაციის ბიუჯეტში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უმსხვილესი დამფინანსებლები არიან ასევე ბილ და მელინდა გეიტსები, რომლებიც ორგანიზაციის ბიუჯეტის 10%-ს ავსებენ.
წყარო: ghn.ge