„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „ასკანელი ძმები”-ის დამფუძნებელ ბიზნესმენ გოჩა ჩხაიძეს მმართველმა პარტიამ გურიაში მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენა შესთავაზა.
„გოჩა ჩხაიძეს „ქართულმა ოცნებამ“ გურიაში მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენა შესთავაზა. მან მოსაფიქრებლად დრო მოითხოვა. რამდენიმე ადამიანს, ვისაც გურიაში მაღალი რეპუტაცია აქვს ამასთან დაკავშირებით, აზრიც ჰკითხეს.“ – ამბობს ინფორმირებული წყარო.
„პრაიმტაიმი“ გოჩა ჩხაიძის უახლოეს გარემოცვას დაუკავშირდა. როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობენ, ბიზნესმენი პოლიტიკაში ჩართვას არ გეგმავს და მმართველ პარტიას შემოთავაზებაზე უარი უთხრა.
„გიდასტურებთ, რომ გოჩა ჩხაიძემ შემოთავაზება მმართველი პარტიიდან მართლაც მიიღო, მაგრამ არ დათანხმდა, რადგან თვლის, რომ მისი საქმე პოლიტიკა არ არის.“ – განმარტავენ „ასკანელებში“.
“პრაიმტაიმი”