გერმანელებს – წითელი ხალიჩა, ქართველებს – კარანტინი

საქართველოს მოქალაქე თუ დაბრუნდება საქართველოში კარანტინში გაუშვებენ, ხოლო გერმანიის მოქალაქე თუ ჩამოვა საქართველოში, კარანტინის გარეშე შემოუშვებენ ქვეყანაში.
ირაკლი ჩიქოვანმა რუსთავი2-ის ეთერში განმარტა, რომ ეს დისკრიმინაცია კი არა, არასათანადო მოპყრობააო…
არასათანადო მდგომარეობაში რომ აყენებთ საქართველოს მოქალაქეებს, სწორედ ეგაა დისკრიმინაციული მიდგომა.
წარმოიდგინეთ, გერმანიიდან მოდის გერმანელი და ქართველი ერთი რეისით, ქართველს კარანტინში უკრავენ თავს, ხოლო გერმანელს წითელი ხალიჩით შემოაცილებენ ქვეყანაში. დისკრიმინაცია სხვა რამე კი არაა.
ადვოკატი