იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით ძლიერი წვიმის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა, 12 კი გაუჩინარდა.
კუნძულ კიუშუზე კუმამოტოს პრეფექტურაში დაიღუპა 51 ადამიანი, ერთი ადამიანი კი სტიქიას ფუკუოკას პრეფექტურაში ემსხვერპლა.
ამ რეგიონს სტიქია თავს შაბათს დაატყდა, კიუშუზე ელექტროენერგიის გარეშე 7 ათასამდე ადამიანია დარჩენილი. ადგილზე 10 ათასი მაშველი და სამხედრო მუშაობს.
სტიქია ჩრდილოეთისკენ ინაცვლებს, ძლიერ წვიმას კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილშიც ელოდებიან. ზოგიერთ რაიონში დანგრეულია ხიდები და გზები, რაც კატასტროფის მასშტაბების დადგენას ართულებს.
წყარო: ghn.ge