მუხრანში ბიჭმა მამა და პაპა მოკლა

არსებული ინფორმაციით, მუხრანში 28 წლის ბიჭმა მამა და პაპა დანით მოკლა. როგორც ირკვევა, მკვლელობას წინ უძღოდა კონფლიქტი თანხასთან დაკავშირებით.ასევე ხდება ცნობილი, რომ პაპა სექსუალურად ძალადობდა რძალზე,რაც შეიძლება იყოს მკვლელობის მიზეზი.

დამნაშავეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. გამოძიება ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

“რუსთავი2”