New York-ის Deloittes-ის ოფისთან ერთად ვმუშაობთ პოსტკრიზისულ გეგმაზე

„ამ შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან“, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით პრეზენტაცია წარადგინეს.

ფინანსთა მინისტრის თქმით, რაც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა დღემდე გააკეთეს, ქართველი ექსპერტების შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციების მორიგი ეტაპი გრძელდება. ეს არის new York-ის deloittes-ის ოფისი, რომლებთან ერთადაც ჩვენ ვმუშაობთ პოსტკრიზისულ გეგმაზე. ამჯერად ჩვენ ჩავრთეთ და ამ დისკუსიაში მოვიწვიეთ ადგილობრივი ქართველ ექსპერტთა ჯგუფი. ძალიან ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი. ამ შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან. ადგილობრივი ექსპერტების კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვნად ამდიდრებს იმ ნამუშევარს, რაც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა დღემდე გააკეთეს“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

“აიპრესი”