“ფეისბუქმა” ყალბი ახალი ამბების მამხილებელ მთავრობის სტრატკომის გვერდს ვერიფიკაცია მიანიჭა

საქართველოს მთავრობამ ფეისბუკ გვერდი „მთავრობის სტრატკომი“ შექმნა https://www.facebook.com/GovernmentStratCom/, რომლის მიზანია მედიასაშუალებებით და სოციალური ქსელით გავრცელებული ყალბი ახალი ამბების გამოვლენა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ საზოგადოების ინფორმირების გაზრდა.

გვერდმა მუშაობა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და გამოავლინა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მომზადებული დეზინფორმაციული კამპანიები.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის სტრატკომის “ფეისბუქ” გვერდზე ინფორმაცია ქვეყნდება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

საერთაშორისო აუდიტორიისთვის ასევე შექმნილია “ტვიტერის” ინგლისურენოვანი არხი – https://twitter.com/StratcomG.

 

“აიპრესი”