რატომ თარიღდება 112-ის ოპერატორის მიერ ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძესთან განხორციელებული ზარი 30 ივნისით

“კურიერმა” გიორგი შაქარაშვილის საქმის მეცამეტე ტომი მოიპოვა, რომლის მიხედვითაც ამოღებულია 112-ში 18 და 19 ივნისს განხორციელებული ზარები. ფაილი 58 სატელეფონო ზარისგან შედგება. იქ არის ორი სატელეფონო ზარი, რა დროსაც საქმის ერთ-ერთი მოწმე ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე 112-ში რეკავს და მას 112-ის ოპერატორი ურეკავს.

ადვოკატები ერთ საეჭვო გარემოებაზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც ყველა ფაილი 18-19 ივნისით თარიღდება, გარდა ერთისა – 112-ის ოპერატორის მიერ იაკობ ბრეგვაძესთან განხორციელებული ზარი, რომელიც 30 ივნისის ღამის 11 საათისთვის თარიღდება.

ადვოკატებს კითხვებს და ეჭვებს უჩენს აღნიშნული ფაქტი და საეჭვო გარემოებაზე საუბრობენ. უფლებადამცველები ამბობენ, რომ აუცილებელია ამ საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი მოკვლევა ჩატარდეს.

“ეს საჭიროებს შესაბამის კვლევას, ვინაიდან ფაილი შეიძლება შექმნილი არ იყოს, თუმცა თუ დამუშავდება ფაილი, კორექტირება მოხდება, დაჭრა ტექნიკური სახით, შეიძლება ამ შექმნის თარიღი შეიცვალოს. ეს არის კვლევის საგანი და ამაზე შესაბამისი ექსპერტიზა უნდა ჩაინიშნოსავთენტიკურობის ნაწილში, ხომ არ არის გადაკეთების კვალი, მონტაჟის კვალი. ამას დაადგენს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო,” – განაცხადა არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

 

“კურიერი”