რომში პატარძლები კორონავირუსის პანდემიის გამო გამკაცრებულ ზომებს აპროტესტებენ

რომში საქორწინო კაბებში გამოწყობილმა ქალებმა კორონავირუსის პანდემიის გამო გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები გააპროტესტეს. 

 

ცნობისთვის, რომში აკრძალულია ისეთი ხალხმრავალი რელიგიური ცერემონიები, როგორიცაა დიდი ქორწილები.

პერფორმანსის ორგანიზატორი იტალიის ქორწილების ასოციაციაა.

ერთ-ერთი აქციის მონაწილის თქმით, მას ქორწილი სექტემბერში ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა, შექმნილი ვითარების გამო თარიღის გადაწევა მოუწია.

“პრაიმტაიმი”