“სპეციალურად კრიზისამდე მიჰყავთ შაქარაშვილის საქმე, ციხე შიგნიდან ტყდება” – ნატო დუმბაძე პოსტს აქვეყნებს!

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება.

დუმბაძის თქმით, საქმე სპეციალურად მიჰყავთ კრიზისამდე და ამაში დამნაშავეები სისტემის შიგნით არიან.

“ეჭვი გამიჩნდა რომ მიზანმიმართულად ხდება ის რაც ხდება! ციხე შიგნიდან ტყდებაო ხოდა ვატყობ მტეხავებს სპეციალურად კრიზისამდე მიჰყავთ შაქარაშვილის საქმე, ოღონდ ჟურნალისტებს კი ნუ ეცემით, შიგნით ეძებეთ მტერი შიგნით მავანო! აგერ მე და აგერ თქვენ!

არჩევნებია კარზე მომდგარი და ალბათ არავის აწყობს ეს საქმე ასე წარიმართოს და ფაქტია შიდა ჩუმი მტერი ამოქმედდა” – წერს ნატო დუმბაძე.

წყარო: fti-socialmedia.newposts.ge