“კრიმინალურმა ოპოზიციამ იცის, რომ თავისუფალ არჩევნებში მათ არანაირი შანსი არ აქვთ. ახლა მათ აქვთ ორი გზა: პირველი არის ლობიზმი, რომ გარედან შეარყიონ „ქართული ოცნების“ ავტორიტეტი და ხანდახან ჭიქაში ქარიშხლის გამოწვევის გზით საკუთარ თავს წარმატებაში ირწმუნებენ, თუმცა ყველაფერი ფიასკოთი უმთავრდებათ. მეორე გზა – რაღაცა შეეშალოს, რაღაცა დაიმართოს ამ ხელისუფლებამ.” – გამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.
“მერამდენე გირგვლიანია თქვენს მეხსიერებაში გიორგი შაქარაშვილი? თათუხაშვილი გახსოვთ? ხორავა გახსოვთ? საინფორმაციო ჰიგიენიდან გამომდინარე პატივს გცემთ თქვენ და თქვენს მაყურებელს და გირგვლიანის საქმისა და შაქარაშვილის საქმის გაიგივების ორგანიზატორთა მხილებასაც არ ვიკადრებ, იმიტომ რომ ეს მაყურებლის ინტელექტის შეურაცხყოფა იქნება.
სახელმწიფომ შინაგან საქმეთა მინისტრის ცოლის დაკვეთით მოკლა ადამიანი და გააყალბა საქმე. აქ კი ყოფით ნიადაგზე მომხდარი ტრაგედია, რომელიც ჯერ გახსნილიც არაა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჯერ ქმედებებსა და გარდაცვალებას შორის ჯერ ბოლომდე დადგენილი არაა.
თუ რაიმე სიმძიმე აქვს სამართალდამცავ საქმიანობას, ეს არის თვალებამოღამებული, ცხოვრებაგაუბედურებული დედის ნახვა – ეს ძალიან მძიმე ამბავია. გვარამია და ადეიშვილი უნდა იყო, რომ ენუქიძეს უყურო და უკეთო ის, რასაც უკეთებდნენ. როდესაც ადვოკატი შალვა შავგულიძე თაკო სალაყაისა და დათა ახალაიას სატელეფონო საუბრების ჩანაწერების ამოღებას ითხოვდა, და ბოკერია ტელეეთერიდან ამას პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებდა, ბოკერიას კანდიდატი რომ იქნება არჩევნებზე შავგულიძე, ამ ცინიზმითა და უტიფრობით რასაც მოიგებენ, ერთმანეთს გაუყონ – შავგულიძემ ბოკერიას, ბოკერიამ რურუას, მან კი ლონდონისკენ ოქუაშვილს.
ჭაკუას ექსტრადირებამ აჩვენა ერთი რამ – სასჯელის გარდაუვალობის პრინციპი ჯერ არავის გაუუქმებია. ყველას კართან დაიჩოქებს მართლმსაჯულების მანქანა, ეიხმანების პროცესები წინ არის და ჭაკუა იყო ერთ-ერთი პირველი სიგნალი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
“აიპრესი”