წნორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევია შედეგად დაღუპულიც და დაშავებულებიც არასრულწლოვნები არიან.
როგორც ცნოპბილი გახდა, ნათხოვარ ავტომობილს 15 წლის მოზარდი მართავდა, მან საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა.
რაც შეეხება ორ დაშავებულს, არასრულწლოვნები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანა, მოგვიანებით კი ერთერთი მოზარდის ჯანმრთელობის სიმძიმისა გამომდინარე, მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.
“აიპრესი”