აშშ-ში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა სამ მილიონს გადააჭარბა

აშშ-ში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა სამ მილიონს გადააჭარბა. ერთ მილიონამდე შემთხვევა ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან სამი თვის შემდეგ დაფიქსირდა.

 

45 დღის შემდეგ კი ორ მილიონს მიაღწია. სამ მილიონ შემთხვევამდე კი, მონაცემები ბოლო ერთ თვეში გაიზარდა.

რეკორდული იყო გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი, რომელიც 60 ათასს აღემატებოდა. დღეისთვის აშშ-ში ვირუსით გარდაცვალების 131 594 შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსი ქვეყანაში უკვე დაძლია 936 ათასზე მეტმა ადამიანმა.

“1ტვ”