ბულგარეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩხრეკა მიმდინარეობს

ბულგარეთის პრეზიდენტის, რუმენ რადევის ადმინისტრაციაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„დღეს დილით პროკურატურის, შსს-ს, მოწმეთა დაცვის ბიუროსა და სხვა უწყებების წარმომადგენლებმა წარმოგვიდგინეს სასამართლოს განკარგულება და ჩხრეკის ჩატარების ნებართვა. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას პროკურატურა მიაწოდებს“, – აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.

ქვეყნის მთავარი პროკურორის, ივან გეშევის განცხადებით, ჩხრეკა ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ტარდება.

„ჩემი ინოფორმაციით, ჩხრეკა ორ ობიექტსა და ორ კაბინეტში ტარდება, კაბინეტები კი პრეზიდენტის მდივანს და მრჩეველს ეკუთვნით“, – განაცხადა გეშევმა.

სისხლის სამართლის საქმეების შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

 

“იმედინიუსი”