დეა კულუმბეგაშვილის ფილმ “დასაწყისი”-ს მსოფლიო პრემიერა გაიმართება სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე. კულუმბეგაშვილის ფილმთან ერთად ფესტივალის მთავარი ჯილდოს – “ოქროს ნიჟარის” მოსაპოვებლად იბრძოლებენ შემდეგი ფილმები:
In The Dusk (Sharunas Bartas)
True Mothers (Naomi Kawase)
Summer Of 85 (François Ozon)
Any Crybabies Around? (Takuma Sato)
Another Round (Thomas Vinterberg)
სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი 18-26 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალის სრული პროგრამა მომდევნო კვირების მანძილზე გასაჯაროვდება. სან სებასტიანის ფესტივალი ვუდი ალენის ფილმით გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “დასაწყისი” რამდენიმე კვირის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე ხვდება.
2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი “უხილავი სივრცეები” წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, 2016 წელს კი დეა კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ლეთა” აჩვენეს სექციაში “რეჟისორთა ორკვირეული”.
კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კანის საერთაშრისო კინოფესტივალი არ ჩატარდება ტრადიციული ფორმით, არც ერთი სექცია იქნება საკონკურსო. ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები გადანაწილდნენ ტორონტოს, სან-სებასტიანის, ნიუ-იორკის, ვენეციის, ბუსანისა და ლუმიერის კინოფესტივალებზე. მთელ ამ პროცესს კანის კინოფესტივვალის დირექტორი ტიერი ფრემო ასე უწოდებს – “კანი კედლებს მიღმა”.
ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი:
რეჟისორი – დეა კულუმბეგაშვილი
სცენარის ავტორები – დეა კულუმბეგაშვილი, რატი ონელი
მთავარ როლებში – ია სუხიტაშვილი, რატი ონელი, კახა კინწურაშვილი, საბა გოგიჩაიშვილი
ოპერატორი – არსენი ხაჩატურანი
მონტაჟი – მეთიუ ტაპონიე
საუნდსკეიპი – ნიკოლას ჯაარი
მხატვარი – გურამ ნავროზაშვილი
კასტინგი – ლელი მიმინოშვილი
კოსტუმები – ქეთი კალანდაძე
პროდუსერები – OFA (საქართველო), First Picture, Zadig Films (საფრანგეთი)
აღმასრულებელი პროდუსერი – კარლოს რეიგადასი
საერთაშორისო გაყიდვები – Wind Bunch
“დასაწყისი” გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხსა და გარშემო სოფლებში. ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
წყარო: ghn.ge