ჯანდაცვის სამინისტროს ვუსურვებ ერთიც არ ასცდეთ, რასაც მესიმინდეები და “სპასატელები” მოუკითხავენ

რეჟისორი, გუჯა ბიძია, სოციალურ ქსელში, წერს:

“აჰა… ველოდით და მოვესწარით. ჯანდაცვის სამინისტრომ ზღვაზე ყოფნის სავალდებულო რეკომედაციებიც შეგვიმუშავა.. ხო, თუნდაც სულ მთლად შიშველი ირბინე, მაგრამ ხელთათმანები უნდა ეკეთოს და პირბადე უნდა ჰქონდეს აფარებული ყველას, ვინც კი იქ რაიმე სახის მომსახურეობით იქნება დაკავებული.

შეზლონგების გაცემა იქნება, თუ ქოლგების გაქირავება, თუ მოხარშული სიმინდის ჩამოტარება.

“დაჟე”, რომ იხრჩობოდეს ვინმე ზღვაში, “სპასატელსაც” პირბადე უნდა ჰქონდეს სახეზე აკრული?

წარმოიდგინეთ ახლა ეს ყველაფერი…

და ბედნიერი დასვენება ყველას, აი, ჯანდაცვის სამინისტროს კი ვუსურვებ ერთიც არ ასცდეთ, რასაც მესიმინდეები და სპასატელები მოუკითხავენ”-წერს რეჟისორი.