ორბელიანების სასახლე დამთვალიერებლებისთვის დღეს გაიხსნება

სამთვიანი პაუზის შემდეგ, ორბელიანების სასახლე დამთვალიერებლებისთვის დღეს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგულაციების გათვალისწინებით, საექსკურსიო ჯგუფში 10 ადამიანი დაიშვება. ორბელიანების სასახლეში დამთვალიერებლებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ხოლო შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგით შემოწმდებიან და დეზობარიერს გაივლიან.

ორბელიანების სასახლე სტუმრებს ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს, 12-იდან ხუთ საათამდე უმასპინძლებს. მსურველებმა წინასწარ უნდა გადაგზავნონ ელექტრონული ფოსტით სახელი, გვარი და პირადი ნომერი მისამართზე- info@president.gov.ge

 

“იმედინიუსი”