სერბებმა “კორონა-ლიბერალიზმი” შეაზანზარეს – მასობრივი გამოსვლები და დაპირისპირება სერბეთის ქალაქებში

სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი თავისი ხალხისგან ასეთ მყისიერ რეაქციას არ ელოდა: როდესაც მან იმის შესაძლებლობა დაუშვა, რომ პარასკევს განმეორებით შეიძლება, შემოღებულ იქნას “კომენდანტის საათი”, ათეულ ათასობით ადამიანი გამოვიდა ბელგრადის, ნოვი-სადის, ნიშის და სხვა ქალაქების ქუჩებში. ხალხმა “კორონა-ლიბერალიზმი” დაგმო ანუ ის ვითარება, როდესაც მსოფლიო ლიბერალური ელიტა ცდილობს, “პანდემიის” თემა მუდმივად ატივტივოს და ამ გზით მართოს თავისუფლებისმოყვარე ერები; ხან შემოიღოს, ხან გააუქმოს “კომენდანტის საათი” და ათასგვარი უაზრო შეზღუდვები. ამას, სხვათა შორის, ჩვენი მმართველი “ელიტებიც” გვპირდებიან საქართველოში.

სერბეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში არჩევნები ჩაატარა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა შეზღუდვა მოხსნილი იყო, არჩევნების შემდეგ კი ისევ “ნოკდაუნის” გამოცხადება გადაწყვიტა. სწორედ ამისთანა უსირცხვილო საქციელმა გააღიზიანა სერბი ხალხი.

სერბებმა დალეწეს გლობალისტურ-ლიბერალური რეჟიმის დამცველი პოლიციის მანქანები, მოახდინეს სახელმწიფო შენობების ბლოკირება და კინაღამ პარლამენტის შენობაშიც მოახერხეს შეღწევა. დაშავებულია ასობით პოლიციელი და დემონსტრანტი. იხილეთ დაპირისპირებების ვიდეო: