უკვალოდ გაუჩინარებული ადამიანები შიდა ქართლში – ყველა შემთხვევა ერთ სტატიაში

გორსა და ხაშურში დაკარგულ მამაკაცებს პოლიცია და ახლობლები ამ დრომდე ეძებენ.

 

ბოლო ერთი წლის მანძილზე შიდა ქართლში უკვალოდ უკვე 3 ადამიანი გაუჩინარდა. მათი ადგილსამყოფელის დასადგენად სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

ბოლო შემთხვევა 6 დღის წინ მოხდა. ხაშურელი 48 წლის გიორგი შავერდაშვილი სამსახურში წასვლის შემდეგ აღარავის უნახავს. მამაკაცი თბილისში ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა. 6 დღიანი ძებნის შედეგად, ნაპოვნია მისი ტელეფონი. ის თბილისში, გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქემ იპოვა და ახლობლებს დაუკავშირდა.

 

ერთთვიანი ძებნის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს ხაშურის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული 71 მამაკაცის კვალს. ის ბოლოს 5 ივნისს, სურამის გზაზე ნახეს.

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში გაუჩინარებული 31 წლის კახაბერ ავაზნელი ბოლოს 9 თვის წინ ნახეს. სახლიდან გასული მამაკაცი უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახისთვის უცნობია სად უნდა წასულიყო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სახლიდან შორს არასდროს მიდიოდა. ნათესავები და ახლობლები გაურკვეველ ვითარებაში დაკარგული მამაკაცის ძებნას განაგრძობენ.

“პრაიმტაიმი”