გამოცემის ინფორმაციით, ეს ერთ-ერთია იმ 7 კინოპროექტიდან, რომლებზეც მუშაობა ქვეყანაში უახლოეს პერიოდში განახლდება. სულ მომავალი 6 თვის განმავლობაში ახალ ზელანდიაში ჩასვლის ნებართვა 206-მა სპეციალისტმა და მათი ოჯახების 35-მა წევრმა მიიღო.
მთავრობაში ამ გადაწყვეტილებამ ეკონომიკური მიზეზებით ხსნიან. მათი ინფორმაციით, კინოპროდუქცია ქვეყანაში 3 ათას სამუშაო ადგილს შექმნის და ეკონომიკას დამატებით 400 მილიონ აშშ დოლარს მოუტანს.
სერიალის სიუჟეტი ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. ცნობილია, რომ მოვლენები პიტერ ჯექსონის ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე განვითარდება და ჯონ ტოლკინის ნაწარმოებებზე იქნება დაფუძნებული.
უცნობი რჩება სერიალის ეკრანზე გამოსვლის თარიღი. სტუდია Amazon-ი სერიალის 5 სეზონის გადაღებას გეგმავს, თითო მათგანში სავარაუდოდ 20 ეპიზოდი იქნება. სერიალის ბიუჯეტი 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. გადაღებები ახალ ზელანდიაში დაიწყება.
წყარო: imedinews.ge