აშშ-მა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოთხ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა სინძიანის პროვინციაში ადამიანის უფლებების შელახვის გამო

აშშ-მა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოთხ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა სინძიანის პროვინციაში ადამიანის უფლებების შელახვის გამო.

 

სანქციები ჩინეთის კომუნისტური პარტიის შემდეგ პირებს დაუწესდა: ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრს, სინძიანის ავტონომიური ოლქის პარტკომის მდივანს, უსაფრთხოების სამმართველოს ყოფილ პარტმდივანს და უსაფრთხოების სამმართველოს პარტმდივანს.

აღნიშნ ულ პირებს ბრალად ედებათ სინძიანში ეთნიკური უმცირესობების უფლებების შელახვა. დაწესებული სანქციები აღნიშნული პირების ყველა აქტივის გაყინვას ითვალისწინებს.

18 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უიღურთა შევიწროვების გამო ჩინელი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესების საშუალებას იძლევა.

პროვინცია სინძიანი უიღურის ეთნიკური უმცირესობის სამშობლოა. რეგიონში 11 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს. ოფიციალურ ჩინეთსა და სინძიანს შორის დაძაბული ურთიერთობა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. 2011 წლიდან პროვინცია განსაკუთრებულ რეჟიმში კონტროლდება.

სამოქალაქო და უფლებადამცველი აქტივისტები ამბობენ, რომ ჩინეთის ხელისუფლება უიღურებს არა მხოლოდ უკანონოდ აპატიმრებს, არამედ სადაც ისინი არიან აყენებენ სათვალთვალო კამერებს, ძალით ამაგრებენ მათზე GPS-სისტემებს, იღებენ მათ დნმ-ს და აღრიცხავენ რეგიონის 16-იდან 65 წლამდე ასაკის ყველა მცხოვრებს.

“იმედი”